logo
ENG



კარანტინის და თვითიზოლაციის გავლა 14 დღის ნაცვლად, 12 დღეში იქნება შესაძლებელი

14 აგვ 202019:18
3 წუთის საკითხავი
 
70kvum7sx4pl21o.jpg

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, კარანტინს 14 დღის ნაცვლად 12 დღის განმავლობაში გაივლიან. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 12 აგვისტოდან არის ძალაში.

გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები ვალდებულები არიან საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვა ვალდებულია, საქართველოში საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა.

12-დღიან კარანტინს  ექვემდებარება, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი.


close დახურვა